06 მაისი 2024,   01:13
ვრცლად
რუსეთმა ბალტიის ზღვაში ტაქტიკური ბირთვული იარაღით გემების განლაგება დაიწყო - ნორვეგიის დაზვერვა

გვიან ღამით რუსულმა ძალებმა ორჯერ დაბომბეს სამედიცინო დაწესებულება ხერსონის ოლქში. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს სუმის 3 დასახლებაზეც - ოლქში სულ 34 აფეთქება დაფიქსირდა.

Financial Times-ი დასავლური დაზვერვის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოსკოვი სხვადასხვა სახის თვითმფრინავებს უკრაინის საზღვართან აგროვებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსული ჯარები, თვითმფრინავების აქტიურად გამოყენებასთან ერთად, შეტევაზე გადასვლას 5 მიმართულებით ცდილობენ.

პარალელურად, ნორვეგიის დაზვერვა იტყობინება, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთმა ბალტიის ზღვაში ტაქტიკური ბირთვული იარაღით გემების განლაგება დაიწყო. უწყება ფართომასშტაბიანი ომის ესკალაციას არ გამორიცხავს.

დღის ამბები