02 მაისი 2024,   06:32
ვრცლად
მინდელის ხიდიდან ბალანჩინისა და ბელიაშვილის ქუჩების კვეთამდე ავტომანქანების გადაადგილება პირველ აპრილამდე ნაწილობრივ შეიზღუდება

ბელიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, დღეიდან 1 აპრილამდე ავტომანქანების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება მინდელის ხიდიდან ბალანჩინისა და ბელიაშვილის ქუჩების კვეთამდე - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"ქუჩის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ძირითადად ღამის საათებში, 23:00 საათიდან 07:00 სთ-მდე იწარმოებს, ხოლო დღის განმავლობაში, სატრანსპორტო საშუალებების ინტენსიური მოძრაობისას, აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნება და გადაადგილება შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.

სამუშაოების განხორციელების პერიოდში ავტომანქანები გადაადგილებას შეძლებენ უცვლელად, არსებული სქემის შესაბამისად," - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები