06 მაისი 2024,   05:42
ვრცლად
ევროპარლამენტში პლენარული სხდომა ჩაიშალა - მიზეზი ქურთთა გასამხედროებული ლიდერის, აბდულა ოჯალანის მომხრეები გახდნენ

ევროპარლამენტში პლენარული სხდომა ჩაიშალა- დღეს დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული რეზოლუციისთვის კენჭი უნდა ეყარათ.

სხდომის ჩაშლის მიზეზი ქურთთა გასამხედროებული ლიდერის- აბდულა ოჯალანის მომხრეები გახდნენ, ისინი ევროპარლამენტის დარბაზში მათი ლიდერის თავისუფლების მოთხოვნით შეიჭრნენ.

აქციის მონაწილეებმა დარბაზში ქაღალდები და სხვა ნივთები გადაყარეს. პროტესტის დროს აქციის ერთ-ერთი მონაწილე დარბაზში გადავარდა. ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ოჯალანი ქურთისტანის მუშათა პარტიის დამფუძნებელია, ის ტერორიზმის ბრალდებით თურქეთში 20 წელზე მეტია დაკავებულია.

დღის ამბები