04 მაისი 2024,   00:48
ვრცლად
რეფერენტული ფასების ამოქმედება მედიკამენტებზე - რას შეცვლის რეგულაცია და როგორ აისახება სიახლე წამლების ფასებზე

ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ექსპერტები ამბობენ, რომ ახალი რეფორმა მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული.

"ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა უნდა აღვნიშნო. მარჟა აღებული არის ზუსტად იმ ქვეყნების მაგალითზე, სადაც არის უფრო მაღალკონკურენტული ბაზარი. მარჟაც და ფასიც არის სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ. მედიკამენტებზე 80-100%-ითაც არის შემცირებული. გათვლებით, დაახლოებით 200 მილიონ ლარზე მეტი არის დანაზოგი," – აცხადებს ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე.

ექსპერტების განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებათა სისტემა ემსახურება სწორი სოციალური ქოლგის წარმოქმნას, მოსახლეობის ინტერესის მაქსიმალურად დაკმაყოფილებას და კეთილდღეობის ზრდას.

"ხელისუფლება თავისი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკით ახორციელებს იმ ღონისძიებათა სისტემას, რომელიც ემსახურება სწორი სოციალური ქოლგის წარმოქმნას, მოსახლეობის ინტერესის მაქსიმალურად დაკმაყოფილებას და კეთილდღეობის ზრდას. იმ ოჯახებზე, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით საჭიროებენ სისტემატური მედიკამენტების შეძენას ეს შეიძლება იყოს თვეზე გაანგარიშებით საკმაოდ დიდი მოცულობის. ფაქტობრივად აღნიშნულ ღონისძიებას აქვს წმინდა პრაგმატული სოციალური დატვირთვაც სოციალური ქოლგის სახით და მეორეს მხრივ აქვს მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების ამოცანა," - განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძემ.

დღის ამბები