03 მაისი 2024,   04:41
ვრცლად
80-მდე სპორტსმენი 20 ქვეყნიდან და საქართველო მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში - რა ხდება ბაკურიანში

5 მარტამდე, ბაკურიანი ყურადღების ეპიცენტრში იქნება. მსოფლიო ჩემპიონატმა სტარტი აიღო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში.

17 დღის განმავლობაში, სამთო-სათხილამურო სპორტის გულშემატკივრები 7 სახეობაში 30 შეჯიბრს იხილავს. ელიტურ ტურნირში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ქართველი მოთხილამურეებიც.

საქართველოს ღირსებას სხვადასხვა დისციპლინაში 6 ქართველი სპორტსმენი დაიცავს. დღევანდელი სავარჯიშო დისციპლინა პარალელური გიგანტური სლალომია, სადაც 20 ქვეყნის 94 სპორტსმენია წარმოდგენილი, მათ შორის რევაზ ნაზღაიძე, რომელიც ხვალ ფინალურ ეტაპზე საუკეთესო შედეგის ჩვენებას შეეცდება.

"დღეს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეა, მეორე სახეობა ერთვება ასპარეზობაში. დღეს ვარჯიშის დღე აქვთ სნოუბორდისტებს. 80-მდე სპორტსმენია 20 ქვეყნიდან, მათ შორის არის ერთი ჩვენი თანამემამულე. როგორც იცით სპორტის სამინისტროსთან 2 წლიანი გეგმა გვქონდა შემუშავებული და მათი საშუალებით 6 სპორტსმენმა მოიპოვა ლიცენზია,"-აცხადებს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები