03 მაისი 2024,   03:47
ვრცლად
ქუთაისის საერთაშორისო აეროპროტიდან Wizz Air-ის ​ქუთაისი-ბერლინის რეისი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა - როგორც "რუსთავის2-ს" აეროპორტში განუცხადეს, მგზავრები დაგვიანებით გამოცხადდნენ

ქუთაისის საერთაშორისო აეროპროტიდან Wizz Air-ი ​ქუთაისი-ბერლინის რეისი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა.

არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მგზავრებმა რეისზე ქვეყანაში  არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარების გამო დააგვიანეს. 

როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში "რუსთავი2-ს" განუცხადეს, მგზავრები აეროპორტში დაგვიანებით გამოცხადდნენ. 

"განცხადებას გავავრცელებთ, ამ დროისთვის დეტალებს ვარკვევთ. მგზავრებმა რეისზე დააგვიანეს, დახურული იყო უკვე ყველაფერი. რეგისტრაციის გავლის დრო დასრულებული იყო, შესაბამისად ავიაკომპანიისგან მივიღეთ დავალება, რომ არ გაგვეტარებინა ეს მგზავრები. თვითმფრინავი ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით მიფრინავდა,"-აცხადებენ აეროპორტში. 

 

 

 

დღის ამბები