09 ოქტომბერი 2024,   00:17
ვრცლად
აშშ-ის სანაპიროს ძლიერი ტროპიკული შტორმი, ერიკა, უახლოვდება

შეერთებული შტატების სანაპიროს ძლიერი ტროპიკული შტორმი, ერიკა, უახლოვდება. მანამდე სტიქიამ დომინიკის რესპუბლიკას გადაუარა.

ქარიშხალმა და გადაუღებელმა წვიმამ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მეწყერები და წყალდიდობები გამოიწვია. დანგრეულია ასობით შენობა, მაგისტრალი და ხიდი.

შტორმს, ოფიციალური მონაცემებით, 20 ადამიანი ემსხვერპლა, 30–ზე მეტი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

დომინიკის რესპუბლიკის შემდეგ სტიქიისთვის კუბასა და ფლორიდაში ემზადებიან.

ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. შტორმი შტატს, სავარაუდოდ, ხვალ გადაუვლის.

დღის ამბები