09 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
აშშ-მა ISIS-ის მხარდაჭერისთვის 17 წლის მოზარდს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ვირჯინიის შტატში არასრულწლოვან ბრალდებულს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 17 წლის მოზარდი მოსამართლემ დამნაშავედ სცნო სოციალური მედიის გამოყენებით დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მხარდაჭერასა და ფინანსურ დახმარებაში.

გამოძიების ცნობით, მსჯავრდებული იანვარში 19 წლის ახალგაზრდასაც დაეხმარა სირიაში გამგზავრებაში. ეს არის პირველი შემთხვევა შეერთებულ შტატებში, როდესაც სასამართლომ მსგავს საქმეზე ასეთი განაჩენი გამოიტანა.

დღის ამბები