პირველი, ვინც წლევანდელი მიუნხენის კონფერენცია ონლაინ გახსნა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო.
ზელენსკიმ ისურვა, რომ მომავალ წელს მიუნხენში ისევ შეიკრიბონ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, მხოლოდ პოსტ-ომის ვითარებაზე ისაუბრონ, მაშინ, როცა უკრაინა იქნება გამარჯვებული და თავისუფალი.
"უკრაინა ნათლად ეუბნებოდა მსოფლიოს, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ საკუთარი თავისთვის, თუ რუსეთი დაიწყებს სრულმასშტაბიან ომს. მინდოდა მსოფლიოსგან მომესმინა: უკრაინა ჩვენ თქვენთან ვიქნებით. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ მას შემდეგ გავიგე, რაც რუსულმა რაკეტებმა ჩვენს მიწას დაარტყა, მას შემდეგ, რაც რუსულმა ტანკებმა დაიწყეს გადაადგილება, უკვე მას შემდეგ, რაც პუტინმა გაანადგურა ყველა ალტერნატივა, დატოვა მხოლოდ ერთი. თუ ვინ მოიგებს? ის თუ ჩვენ? შანსები არ აქვს, მაგრამ სამწუხაროდ აქვს პოტენციალი. სამწუხაროდ, ის ცდილობს მოიპოვოს დამატებითი დრო მისი აგრესიისთვის მსოფლიოსთან ვაჭრობით. სამწუხაროდ, მას ჯერ კიდევ შეუძლია მრავალი სიცოცხლის განადგურება. ბევრის. ამიტომ უნდა ვიჩქაროთ," - აცხადებს ზელენსკი.