09 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
თურქეთში პოლიციელების ავტობუსი ააფეთქეს

თურქეთში პოლიციელების ავტობუსი ააფეთქეს.

თავდასხმა მარდინის პროვინციაში მოხდა. გზაზე დამონტაჟებული ბომბი ზუსტად იმ დროს ამოქმედდა, როდესაც იქ ავტობუსმა გაიარა.

ტრანსპორტში, სამართალდამცველებთან ერთად, რიგითი მოქალაქეებიც ისხდნენ. აფეთქების შედეგად 24 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 პოლიციელი.

თავდასხმის ორგანიზებაში ქურთთა მუშათა პარტიის მებრძოლებს ადანაშაულებენ.

დღის ამბები