09 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
პან გი მუნი ევროპას ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების გაფართოვებისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალური მდივანი ევროპის ქვეყნებს დევნილთა ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების გაფართოვებისკენ მოუწოდებს.

განცხადება პან გი მუნმა მიგრანტებთან დაკავშირებული მორიგი ტრაგედიების ფონზე გააკეთა.

მისი თქმით, მსოფლიოში კონფლიქტების დასარეგულირებლად და მიგრანტების დამატებითი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად ერთობლივი პოლიტიკური მიდგომაა საჭირო.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ევროპის ტერიტორიაზე უკანონოდ მოხვედრის მცდელობას ასობით ადამიანი ემსხვერპლა.

71 ცხედარი სამართალდამცველებმა ავსტრიაში სატვირთო ავტომობილში იპოვნეს. ხმელთაშუა ზღვაში ორი ნავის ჩაძირვის შედეგად კი 200–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის მაშველებმა მხოლოდ 100–მდე ცხედარი აღმოაჩინეს.

დღის ამბები