09 ოქტომბერი 2024,   00:17
ვრცლად
ესტონეთი რუსეთთან საზღვრის დასაცავად კედელს ააშენებს

ესტონეთი რუსეთთან სასაზღვრო დაცვის გაძლიერების მიზნით საზღვარზე კედელს ააშენებს. 

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ოფიციალურმა ტალინმა ეს გადაწყვეტილება რუსეთსა და დასავალეთს შორის ურთიერთობის დაძაბვის გამო მიიღო. 

"საზღვარზე დამცავი ღობე აიგება, რაც ხელს შეუწყობს "შენგენის ზონის" უსაფრთხოების უზრუნველყოფას," - ნათქვამია ინფორმაციაში. 

იგეგმება 110 კილომეტრის სიგრძის და 2.5 მეტრი სიმაღლის ღობის გავლება. მშენებლობა 2018 წელს უნდა დაიწყოს. პროექტი სულ 71 მილიონი ევრო დაჯდება. 

დღის ამბები