09 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
ეგვიპტეში დაკავებულ ალ ჯაზირას ჟურნალისტებს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ეგვიპტეში დაკავებულ ალ ჯაზირას ჟურნალისტებს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

საქმის ხელახალი მოსმენის დროს მოსამართლემ დაადგინა, რომ რეპორტიორები ეთერით ცრუ ინფორმაციას გადასცემდნენ, რითაც ქვეყანაში აკრძალულ მოძრაობა მუსლიმთა საძმოს უწევდნენ დახმარებას.

დაკავებულები ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ.

ჟურნალისტებს 10 წლამდე პატიმრობა გასული წლის ზაფხულშიც შეუფარდეს, თუმცა ეგვიპტის უზენაესმა სასამართლომ მას შემდეგ საქმის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

დღის ამბები