09 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
ტაილანდში მასშტაბურ ტერაქტში ბრალდებულები დააკავეს

ტაილანდის პოლიციამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე საზარელი ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი დააკავა.

სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ბანგკოკის ჩრდილოეთ უბანში ჩაატარეს.

გამოძიება დაკავებულის ვინაობას ჯერ–ჯერობით არ ასახელებს, თუმცა ადასტურებს, რომ ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ეჭვმიტანილის ბინის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად საჭირო მასალებიც ამოიღო.

მასშტაბური ტერაქტი ტაილანდის დედაქალაქის ცენტრში ორი კვირის წინ მოაწყვეს. ტაძართან მომხდარ აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ტურისტებიც.

დღის ამბები