09 ოქტომბერი 2024,   00:16
ვრცლად
ტეხასის ქალაქ ჰიუსტონში შერიფის თანაშემწე მოკლეს

ტეხასის ქალაქ ჰიუსტონში შერიფის თანაშემწე მოკლეს. 47 წლის სამართალდამცველს ზურგში იმ დროს ესროლეს, როდესაც საპატრულო მანქანა ბენზინგასამართ სადგურზე ჰყავდა გაჩერებული.

თავდამსხმელი ადგილზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს.

პოლიცია ახალგაზრდა ფერადკანიან მამაკაცს ეძებს. ის შემთხვევის ადგილიდან წითელი ფერის ავტომობილით მიიმალა.

დღის ამბები