09 ოქტომბერი 2024,   00:21
ვრცლად
ნასა 2030 წელს მარსზე ადამიანის პირველი ექსპედიციისთვის ემზადება

ნასამ მარსზე მისიის იმიტაციის სამეცნიერო ექსპერიმენტი წამოიწყო. 6 ამერიკელი, ერთი ფრანგი და ერთი გერმანელი მოხალისე სპეციალურ კომპლექსში გარესამყაროსგან ერთი წლის განმავლობაში იქნებიან იზოლირებული.

კომპლექსი მოწყობილია ჰავაიზე, მძინარე ვულკან მაუნა–ლოას ფერდობზე, რომელიც წითელი პლანეტის ლანდშაფტს წააგავს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ექსპერიმენტი ხელს შეუწყობს, მოამზადონ მარსზე ადამიანის პირველი ექსპედიცია, რომელიც 2030 წლისთვის იგეგმება.

პროექტში მონაწილე ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფი კონკურსის შედეგად შეარჩიეს. ისინი პროფესიით ეკოლოგი, ფიზიკოსი, ინჟინერი, ბიოლოგი, ექიმი და არქიტექტორი არიან.

დღის ამბები