09 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
უკრაინის ხელისუფლება დონბასისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას არ აპირებს

უკრაინის საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი დეცენტრალიზაციის ნაწილში დონბასისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას არ ითვალისწინებს. 92-ე მუხლს კი, რომელიც გარკვეული ქალაქებისთვის სპეციალური სტატუსის შესაძლებლობას გულისხმობს, პროექტიდან საერთოდ ამოიღებენ.

განცხადება ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა.

პეტრე პოროშენკოს თქმით, კონსტიტუციის ცვლილების პროექტს მხოლოდ რუსეთი ეწინააღმდეგება. ის კი არ დაუშვებს, რომ მთავარი კანონი ქვეყნის გარედან იწერებოდეს.

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ამ დროისთვის ყველაზე დაძაბული ვითარება დონეცკისა და მარიუპოლის მიმართულებით რჩება. ბოლო 24 საათის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებებს იქ 2 უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა.

დღის ამბები