09 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
პარიზში 9 ქვეყნის შს მინისტრი ევროპაში რკინიგზის სადგურებზე უსაფრთხოების გამკაცრებაზე მსჯელობს

პარიზში რკინიგზის სადგურებზე უსაფრთხოების ნორმების გაძლიერების საკითხს განიხილავენ.

შეხვედრაში ევროპის 9 ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი მონაწილეობს.

მოლაპარაკების დღის წესრიგში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დგას, მათ შორის საერთაშორისო რეისების მატარებლებში მეტალო–დეტექტორების დაყენება, შეიარაღებული დაცვის გაძლიერება და ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება.

შეხვედრა გასულ კვირას ამსტერდამი–პარიზის მატარებელში მასშტაბური ტერაქტის მცდელობის შემდეგ დაიგეგმა. მაშინ შეიარაღებული თავდამსხმელის შეჩერება მგზავრებმა საკუთარი ძალებით შეძლეს.

დღის ამბები