09 ოქტომბერი 2024,   00:18
ვრცლად
ევროპა მიგრანტების ნაკადს ვერ უმკლავდება

ევროპაში არალეგალურად მოხვედრის გამო ბოლო პერიოდში გახშირებული ტრაგიკული ფაქტებიდან გამომდინარე გამო გაეროს გენერალური მდივანი ევროპის ქვეყნებს საემიგრაციო პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებს.

ოფიციალური ვაშინგტონი კი ევროკავშირს ტრეფიკიორების წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას ურჩევს.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ევროპის საზღვარი რეკორდული რაოდენობის 107 ათასზე მეტმა არალეგალმა გადაკვეთა. 2015 წლის შემდეგ კი უკანონო მიგრაცია სიცოცხლის ფასად 2 ათას 500–ზე მეტ ადამიანს დაუჯდა.

 

ავტორი: ნინო დვალიშვილი

 

დღის ამბები