09 ოქტომბერი 2024,   00:20
ვრცლად
ახალი რეკორდი - ბრიტანეთის ყველაზე ხანგრძლივი მმართველი ელისაბედ მეორე გახდება

ბრიტანეთის ისტორიაში ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი მმართველი სულ რამდენიმე დღეში დედოფალი ელისაბედ მეორე გახდება.

ამჟამინდელი მონარქი სამეფო ტახტზე 63 წლის წინ ავიდა. ამ დრომდე სტატუსი მისი დიდი ბაბუის დედას, დედოფალ ვიქტორიას ეკუთვნოდა. თუმცა 9 სექტემბერს მის რეკორდს ელისაბედ მეორე გააუმჯობესებს.

ელისაბედ მეორეს დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტზე ასვლის შემდეგ ინგლისს 12 პრემიერ-მინისტრი, შეერთებულ შტატებს 10 პრეზიდენტი, კათოლიკურ სამყაროს კი 6 პაპი ჰყავდა. 27 წლის დედოფლის გამეფებისას პრემიერ-მინისტრი ვინსტონ ჩერჩილი იყო.

63-წლიანი მმართველობის აღნიშვნას სამეფო ოჯახი მოკრძალებულად შოტლანდიაში გეგმავს. რამდენიმედღიანი საყოველთაო ზეიმი კი მომავალ წელს იგეგმება, როდესაც დედოფალ ელისაბედ მეორეს 90 წელი შეუსრულდება.

 

ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი

დღის ამბები