03 მაისი 2024,   08:41
ვრცლად
"კურიერი" ისევ უკრაინაშია, სადაც ახლა ურთულესი საათების ათვლა იწყება- 24 თებერვალს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 1 წელი გადის

3 დღე ომის დაწყების წლისთავამდე- "კურიერი" ისევ უკრაინაშია. ის, რომ პუტინი კიდევ უფრო დიდი ომის სამზადისშია, დღეს, ნატოს გენერალურმა მდივანმაც დაადასტურა. რუსეთი ახალ შეტევებს იწყებს და კიდევ უფრო დიდი სამხედრო ძალის მობილიზებას ახდენს და ამას უკვე არაერთი ქვეყნის სამხედრო დაზვერვა ამჩნევს.

მოსკოვი მუდმივ კონტაქტშია ჩრდილოეთ კორეასა და ირანთან და ის ახლა დამატებითი შეირაღების მიღებას ჩინეთიდანაც ცდილობს. რუსეთი უკრაინას უკვე უტევს რამდენიმე მიმართულებით. მხოლოდ დღეს, პუტინის სიტყვით გამოსვლის პროცესში ხერსონის დაბომბვას 6 ადამიანი შეეწირა.

ამასთან, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ზელენსკიმ მათ მისცათ იმ შეიარაღების ჩამონათვალი, რომლეიც ახლა უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდებათ. 

"დღეს გვქონდა პროდუქტიული შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან. ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა ესაჭიროება უკრაინას. მან მოგვცა ჩამონათვალი იმ შეიარაღებისა, რომელიც აუცილებელია გამარჯვებისთვის. ძირითადად საუბარია შორ მანძილზე მოქმედ სისტემებზე და მათთვის საჭირო ჭურვებზე.

ეს აუცილებელია იმ ზონების გასანადგურებლად, სადაც მაგალითად ირანული კამიკაძე დრონებია შენახული. ის საფრენი აპარატები, რომლებიც უკრაინას გამუდმებით უტევენ. აღინიშნა, ასევე ეფ-16 მოიერიშეების აუცილებლობა,"-აცხადებს მაიკლ მაკკოლი.

დღის ამბები