09 ოქტომბერი 2024,   00:20
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი უკრაინის კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარებაზე საუბრობს

საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ლიდერებს შორის ბოლო ერთი თვის განმავლობაში პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. ფრანსუა ოლანდმა, ანგელა მერკელმა და ვლადმერ პუტინმა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილეს.

ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ოფიციალურ კიევსა და სეპარატისტებს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, დონბასში პირველი სექტემბრიდან ცეცხლი სრულად უნდა შეწყდეს. ვლადიმერ პუტინის შეფასებით, კონფლიქტის პოლიტიკური გზებით მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა აქვე რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის სამთავრობო ძალები დონბასის დასახლებულ რაიონებზე იერიშების გაგრძელებაში დაადანაშაულა. 

დღის ამბები