09 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
თურქეთი VS ISIS - ანკარამ საჰაერო დარტყმები სირიის ტერიტორიაზე უკვე განახორციელა

ოფიციალური ანკარა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის ოპერაციას ოფიციალურად შეუერთდა.

ქვეყნის ავიაციამ რადიკალი ისლამისტების პოზიციებზე პირველი შეტევები სირიის ტერიტორიაზე მიიტანა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქულმა მოიერიშეებმა დარტყმები კოალიციაში შემავალი სხვა ქვეყნების სამხედრო თვითმფრინავებთან ერთად განახორციელეს.

თურქეთის ხელისუფლებამ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურება ქალაქ სურუჩში მომხდარი თავდასხმის შემდეგ გადაწყვიტა, რომელსაც 32 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

დღის ამბები