09 ოქტომბერი 2024,   00:16
ვრცლად
მიგრანტებმა უნგრეთში დროებითი თავშესაფრიდან გაქცევა სცადეს

მიგრანტებმა უნგრეთში დროებითი თავშესაფრიდან გაქცევა სცადეს. არალეგალებმა, რომლებიც ბანაკში თითის ანაბეჭდის აღებას ეწინააღმდეგებოდნენ, ღობე გაარღიეს და თავშესაფრის ტერიტორია დატოვეს.

ნაწილის შეჩერება პოლიციამ ადგილზევე შეძლო, ნაწილი კი სამართალდამცველებმა მოგვიანებით დააკავეს და ბანაკში დააბრუნეს.

პარალელურად, მიგრანტების მხარდასაჭერი მასშტაბური აქცია გაიმართა გერმანიაში.

დრეზდენის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

გავრცელებული ცნობით, წელს გერმანია თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ 800 ათასამდე განაცხადის მიღებას ელოდება, რაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ყველაზე დიდი რაოდენობაა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები