09 ოქტომბერი 2024,   00:17
ვრცლად
ამარიკაში ქარიშხალ "კატრინას" 10 წლისთავი აღნიშნეს

შეერთებულ შტატებში ქარიშხალ კატრინას 10 წლისთავი აღნიშნეს. მემორიალური ღონისძიებები ლუიზიანის შტატის ქალაქ ნიუ-ორლეანში გაიმართა, რომელიც 2005 წლის დამანგრეველი სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.

გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად ქალაქში მსვლელობები მოეწყო, დღის ბოლოს კი კონცერტიც გაიმართა.

მას შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონიც დაესწრო.

ქარიშხალ კატრინას 10 წლის წინ 2 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, მილიონამდე პირმა კი საცხოვრებელი სახლი დაკარგა. 

დღის ამბები