03 მაისი 2024,   09:44
ვრცლად
Infohub.rs.ge - შემოსავლების სამსახურმა ახალი საინფორმაციო პორტალის პრეზენტაცია გამართა

შემოსავლების სამსახურის ახალი საინფორმაციო პორტალის პრეზენტაცია გაიმართა - Infohub.rs.ge არის ელექტრონული ინფორმაციის მართვის ერთიანი სისტემა, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა ტიპის მონაცემები.

როგორც შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ამოქმედების შემდეგ, ყველა მომხმარებლისთვის ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება, ხოლო თავად ინფორმაციის მიღების პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივდება.

პორტალზე განთავსებულია და მუდმივად განახლებადია როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

დღის ამბები