03 მაისი 2024,   09:31
ვრცლად
თუ დადასტურდება ბრალეულობა, გათვალისწინებულია ჯარიმა დამრღვევი კომპანიების წინა წლის ფინანსური ბრუნვის 5%-მდე მოცულობით - ირაკლი ლექვინაძე მედიკამენტებზე გაზრდილ ფასებზე

ხელოვნურად გაზრდილი ფასები მედიკამენტებზე - კონკურენციის სააგენტოსთან ჯანდაცვის სამინისტრომ თანამშრომლობა უკვე დაიწყო. დაიწყება მიზეზების გამოკვლევა, შემდეგ უკვე კონკურენციის სააგენტო რამდენიმე მიზეზს შეისწავლის. თუ გამოიკვეთება ფაქტი, რომ სწორედ ერთობლივ და თვითნებურ გადაწყვეტილებებს აქვს ადგილი, ამ შემთხვევაში, როგორც ირაკლი ლექვინაძემ "კურიერთან" საუბარში განაცხადა, კანონდამრღვევ კომპანიებს საკმაოდ მაღალი ჯარიმა დაეკისრებათ.  

"თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ამ კონკრეტული მედიკამენტების და მათი ჩამნაცვლებლების ბაზარზე არსებობს დომინირებული მდგომარეობა რიგი კომპანიების, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესების შესახებ. კონკურენციის კანონმდებლობის მიხედვით შეიძლება იყოს კანონდარღვევა.

იმ შემთხვევაში თუ მოკვლევა დაიწყება და დაადასტურებს ამ პროცესში მონაწილე კომპანიების ბრალეულობას, კონკურენციის კანონმდებლობის მიხედვით გათვალისწინებულია ჯარიმა დამრღვევი კომპანიების წინა წლის ფინანსური ბრუნვის 5%-მდე მოცულობით," - აცხადებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

დღის ამბები