07 მაისი 2024,   09:12
ვრცლად
ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი გურჯაანიდან თბილისში გადმოიყვანეს - როგორია 2 წლის ბავშვის მდგომარეობა

ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი 2 წლის ბავშვი გურჯაანიდან თბილისში გვიან ღამით "ჯეო ჰოსპიტალსში" გადმოიყვანეს. ექიმის განცხადებით მცირეწლოვანის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ჯანმრთელობის შესაძლო გაუარესებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში.მას კანის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

"მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით, მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, ჩაუტარდა რიგი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, გამოვლინდა ანემია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა. ჩატარებული ინსტრუმენტული კვლევებით, მუცლის ღრუსა და პლევრის ღრუში აღენიშნება სითხე. ჩართულია შესაბამისი კონსულტანტები და პაციენტზე გრძელდება ინტენსიური მონიტორინგი, მდგომარეობის შესაძლო გაუარესების გამო.

გარეგანად აღენიშნება კანის მრავლობით დაზიანებები, რომელიც ქირურგის მიერ იქნა დამუშავებული," - აცხადებს "ჯეო ჰოსპიტალსის" თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმი, ანა კოჩაძე.

ძალადობის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა, როცა ბებიამ 2 წლის გოგონას სხეულზე დამწვრობის აღმოჩენის შემდეგ სამართალდამცველებს მიმართა. არსებობს ეჭვი რომ ბავშვზე მშობელი ძალადობდა.

ავტორი : მაია გრიგოლია

 

დღის ამბები