09 ოქტომბერი 2024,   00:20
ვრცლად
პუტინმა და მედვედევმა ტელეკამერების წინ ივარჯიშეს და ისაუზმეს

რუსეთის პრეზიდენტი დასვენების დღეებს სოჭის რეზიდენციაში ატარებს. ვლადიმერ პუტინმა იქ დღეს დიმიტრი მედვედევს უმასპინძლა.

ქვეყნის ლიდერმა და მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა დილიდან სპორტდარბაზში ივარჯიშეს, შემდეგ კი ერთად ისაუზმეს. რამდენიმე კერძი ვლადიმერ პუტინმა და დიმიტრი მედვედევმა ღია ტერასაზე თავად მოამზადეს.

გავრცელებული ცნობით, საუზმის დროს ლიდერებმა აქტუალურ საკითზებზე იმსჯელეს.

 

 

დღის ამბები