მაყურებელი თუმანიშილის კინომსახიობთა თეატრში დავით კლდიაშვილის ცნობილი ნაწარმოების ახალ სასცენო ვერსიას იხილავს. "ირინეს ბედნიერება" ადამიანებზე, სტერეოტიპებისა და საზოგადოებრივი განწყობების გავლენას აღწერს.
მთავარი აქცენტი ქალზეა - საზოგადოების მხრიდან ქალისადმი დამოკიდებულებასა და წართმეული არჩევანის უფლებაზე. სპექტაკლში გადმოცემულია სევდიანი რეალობა, რომელიც დღესაც აქტუალურია.
დავით კლდიაშვილის პიესა "ირინეს ბედნიერება", რომელიც ქართული თეატრის სხვადასხვა სცენაზე არაერთხელ დაიდგა, განახლებული სცენოგრაფიით, ელენე მაცხონაშვილმა თუმანიშვილის თეატრში დადგა.
"ირინეს ბედნიერება" თუმანიშვილის თეატრის სცენაზე, 27 თებერვალს პრემიერით გაცოცხლდება.