26 აპრილი 2024,   15:21
ვრცლად
ავარია კახეთში მსხვერპლით დასრულდა - დაიღუპა ორი ადამიანი, მათგან ერთი პოლიციელია

ავარია კახეთში - გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა. შემთხვევა თელავი-გურჯაანის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა, ხეს შეეჯახა. ავტომობილში მყოფი ორი პირი ადგილზე გარდაიცვალა. 

ერთი გარდაცვლილი, კახეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელია.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- მუხლით დაიწყო.

დღის ამბები