04 მაისი 2024,   23:25
ვრცლად
უკრაინელი ბავშვების ისტორიები, რომლებმაც ომის ჯოჯოხეთი გაიარეს - მცირეწლოვნების ნაწილი თავს თბილისს აფარებს

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად ასი ათასობით უკრაინელი დაზარალდა. ოკუპანტების სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში, საცხოვრებელი ადგილების დატოვება მოუწია 14 მილიონამდე ადამიანს. შემზარავია მონაცემები, რომელსაც გაერო აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად 8006 სამოქალაქო პირი დაიღუპა და მათ შორის 487 ბავშვია.

გაეროს ბავშვთა ფონდში აცხადებენ, რომ უკრაინელ ბავშვებს ჯერ კიდევ სერიოზული საფრთხე ემუქრებათ. განსაკუთრებით კი მათ ვინც ამ დრომდე უკრაინაში რჩება. ბევრია ისეთი, ვინც ქვეყნის დატოვება შეძლო. თითოეული მათგანის ისტორია ერთმანეთისგან განსხვავებული და შემზარავია. უკრაინელი ბავშვების ნაწილი, რომლებმაც ჯოჯოხეთი გამოიარეს, საქართველოს აფარებს თავს. 

ქალაქ ნოვოპეტროვკაში, ერთ-ერთ ბავშვთა სახლში, 10-ობით არასრუწლოვანი ცხოვრობდა. მათი ნაწილი კი სპეციალური საჭიროების მქონე იყო. ზოგიერთმა მათგანმა სამშვიდობოს გასვლა მოახერხა, ნაწილმა კი ევაკუაცია ვერ მოასწრო. ეს ქალაქი ბრძოლის ეპიცენტრთან ახლოს მდებარეობდა, რუსების თავდასხმის შანსი დიდი იყო. ამიტომ ობოლი ბავშვები მასწავლებლებთან ერთად სარდაფში თვეების განმავლობაში იმალებოდნენ. ოკუპანტებმა მათ მიაგნეს და რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაატყვევეს. 16 ბავშვი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა. ამის შემდეგ იყო მძიმე დღეები. ბოლოს კი გამარჯვება, რომელსაც რუსული ტყვეობიდან გათავისუფლება ჰქვია. უკრაინელი ბავშვებს საქართველოში ჩამოსვლის უფლება მისცეს. ისინი დღეს თბილისში ცხოვრობენ. 

 

ავტორი : ანი გენებაშვილი

დღის ამბები