სააპელაციო სასამართლოში დავით კეზერაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა იმართება. სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება, მათ შორის, დაცვის მხარე წარმოადგენს წვრთნების ამსახველ ვიდეო მასალებს.
29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ "ფორმულას" დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 მილიონ 60 ათასი ევროს ანაზღაურება დააკისრა. ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი.
დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება-გაფლანგვას ედავებოდა.