03 მაისი 2024,   07:41
ვრცლად
ხვალიდან ამინდი იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

1 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 4 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დაბლობში, ბარში და მთიან რეგიონებში წვიმის, მაღალ მთაში თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში).

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის ინტენსიურმა დნობამ და შესაძლო თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მაღალმთიან ზონებში - თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

დღის ამბები