03 მაისი 2024,   04:26
ვრცლად
დღეს, ფორუმი „სტუდენტური პოტანციალი”გაიმართება

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, 2023 წლის 28 თებერვალს, 18:00 საათზე გამართავს ფორუმს სახელწოდებით „ სტუდენტური პოტენციალი“, რომლის ფარგლებშიც მოწვეულები იქნებიან წარმატებული კომპანიები. აღნიშნული ფორუმი მიზნად ისახავს სტუდენტებისა და კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირებას,შემდგომში დასაქმების პერსპექტივით. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ღონისძიებას „ფრონტლაინ კლუბში“ უმასპინძლებს.

ციფრული მედია და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა არის ახალი, ინოვაციური ფაკულტეტი, რომელზეც სტუდენტები ეუფლებიან სხვადასხვა სახის ციფრული კომუნიკაციის შექმნისა და მართვის ტექნიკებს. ფორუმზე სტუდენტები წარმოდგენილ კომპანიებს გააცნობენ საკუთარ თავს, თუ რა ცოდნას ფლობენ და რატომ არიან აღნიშნული კომპანიებისთვის საჭირო კადრები.

სტუდენტები წარადგენენ საკუთარ პორტფოლიოს, რითაც ისინი დამსაქმებლებს თავის შესახებ მოუყვებიან. წარმოადგენენ ფოტოგრაფიის, IT მიმართულების, ვიდეოგრაფიის, სთორითელინგის და სხვა სახის ნამუშევრებს აღნიშნულ ფაკლუტეტზე სწორედ ის სფეროები ისწავლება, რომლებიც თანამედროვე ორგანიზაციებს ყველაზე მეტად სჭირდებათ- სთორითელინგი, ქოფირაითინგი,ბრენდინგი,მარკეტინგი და ამ ყველაფრის ნაზავი ქმნის კადრს, რომელიც ყველა ინოვაციურიკომპანიისთვის საჭიროა.

 

(R)

დღის ამბები