09 ოქტომბერი 2024,   00:21
ვრცლად
თავდასხმების სერია თურქეთში - დაღუპულია 6 ადამიანი

თავდასხმების სერიას თურქეთში 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი სამართალდამცველი. ყველა შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მოხდა.

ქალაქ სილოპიში ქურთ მებრძოლებთან შეტაკების შედეგად სამი მოქალაქე და ერთი პოლიციელი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ამის შემდეგ ქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის დასაშლელადაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

პარალელურად, მებრძოლებმა პოლიციელებს ცეცხლი დიარბაქირის მახლობლადაც გაუხსნეს. დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, ერთი კი დაიჭრა.

კიდევ ერთი აფეთქება ამავე რაიონში გზაზე მოხდა, როდესაც იქ სამხედროების კოლონამ გაიარა. აფეთქებას ერთი ბავშვი ემსხვერპლა. 

დღის ამბები