09 ოქტომბერი 2024,   00:17
ვრცლად
საემიგრაციო კრიზისის გამწვავების გამო ევროკავშირის საგანგებო სხდომა გაიმართება

საემიგრაციო კრიზისის გამწვავების გამო ევროკავშირმა საგანგებო სხდომა მოიწვია.

ორგანიზაციის 28 წევრი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა 14 სექტემბერს გაიმართება.

მონაწილეები თანამშროლობისა და ტრეფიკიორების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების საკითხს განიხილავენ.

მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ევროპის მიმართულებით უკანონო მიგრაციას ასობით ადამიანი ემსხვერპლა.

კიდევ ერთი ნავი ლიბიის სანაპიროსთან გუშინ ჩაიძირა. მაშველებმა წყალში 7 ცხედარი იპოვნეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები