09 ოქტომბერი 2024,   00:20
ვრცლად
ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალს, მაკკინლის, ძველი სახელი დაუბრუნდება

ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალს, მაკკინლის, ძველი სახელი დაუბრუნდება.

ეს გადაწყვეტილება ბარაკ ობამამ, სიმბოლურად, ალიასკაზე სამდღიანი ვიზიტის დაწყებამდე მიიღო.

მაკკინლის, რომლის სიმაღლე 6100 მეტრია, ადრე დენალი ერქვა. სახელი მას 1896 წელს შეერთებული შტატების 25-ე პრეზიდენტის, უილიამ მაკკინლის, პატივსაცემად გადაარქვეს.

ალიასკის მოსახლეობამ არაერთხელ მოითხოვა მწვერვალისთვის ძველი სახელის დაბრუნება, თუმცა კონგრესში მათი ინიციატივა ყოველთვის იბლოკებოდა.

  

დღის ამბები