13 მაისი 2024,   17:03
ვრცლად
ბახმუტი უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება - სამი მხრიდან ალყაში მოქცეული უკრაინელები უკან არ იხევენ

ბახმუტი უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. რუსეთი მის სრულად აღებას და განადგურებას, უკრაინა კი გათავისუფლებას ცდილობს. სამი მხრიდან ალყაში მოქცეული უკრაინელები უკან არ იხევენ. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპული 25 რუსი სამხედროს შესახებ. ქალაქში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს.

რუსი სამხედროების სამიზნე მხოლოდ ბახმუტი არ არის. გამუდებული დაბომბვის გამო კუპიანსკს მოსახლეობის ნაწილი ტოვებს. 2 ადამიანი ემსხვერპლა იერიშებს დნეტროპეტროვსკში.

იერიშებს კონტრიერიშებით პასუხობენ უკრაინელი სამხედროები. ვრცელდება ინფორმაცია 200 000 ოკუპანტის დაღუპვის შესახებ. უკრაინაში კი ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების გარდა, ახლა საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნაზე მსჯელობენ.

ტრიბუნალის შექმნა მნიშვნელოვანი მხოლოდ უკრაინისთვის არ არის. ეს იქნება გზავნილი ავტოკრატი რეჟიმებისთვის, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი არსად არ დარჩება. მანამდე კი ევროპარლამენტის პრეზიდენტის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულების მოპოვებისა და გამოძიებისთვის შესაბამისი მექანიზმები არსებობდეს.

ახლა კი უკრაინა პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო ცენტრის შექმნაზე მუშაობს, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის სამართლებრივ დევნას უზრუნველყოფს.

 

ატორი: თიკო ცერცვაძე. 

დღის ამბები