09 ოქტომბერი 2024,   00:16
ვრცლად
უკრაინის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

უკრაინის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო. რიგგარეშე სხდომა დარბაზში საპროტესტო შეძახილების ფონზე გაიხსნა.

რადიკალური პარტიის წევრებმა ტრიბუნისა და პრეზიდიუმის ბლოკირება მოახდინეს და დეპუტატებს მოუწოდებდნენ, ცვლილებისთვის მხარი არ დაეჭირათ.

საკონსტიტუციო ცვლილება ხელისუფლების დეცენტრალიზაციას ითვალისწინებს.

დეპუტატთა ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად, კენჭისყრა მაინც გაიმართა და უმრავლესობამ ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა.

ხმაური იყო რადას შენობის გარეთაც.

საპროტესტო აქციის წევრებმა, რომლებიც აღმოსავლეთ რეგიონებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, პარლამენტში შეჭრა სცადეს.

დღის ამბები