09 ოქტომბერი 2024,   00:18
ვრცლად
ავსტრიაში დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს - დაკავებულია 5 ტრეფიკიორი

ავსტრიელმა სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს, რომლის წევრებსაც ევროპის ტერიტორიაზე მიგრანტები უკანონო გზებით გადაჰყავდათ.

სპეცოპერაცია ქვეყნის სასაზღვრო რეგიონებში ჩატარდა.

დაკავებულია 5 ტრეფიკიორი, რომლებიც თავშესაფრის 200-მდე მაძიებელთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ.

საემიგრაციო კრიზისის გამწვავების გამო ევროკავშირმა საგანგებო სხდომა მოიწვია.

ორგანიზაციის 28 წევრი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა 14 სექტემბერს გაიმართება.

მონაწილეები თანამშროლობისა და ტრეფიკიორების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების საკითხს განიხილავენ.

 

 

დღის ამბები