პარლამენტი იწყებს "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონპროექტის განხილვას, რომელიც უცხოური გავლენის აგენტებს ეხება. კანონპროექტის განხილვა ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა დაწყებულიყო, თუმცა როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ოპოზიციის მოსალოდნელი ბოიკოტის გამო, უმჯობესად მიიჩნიეს, კანონპროექტის განხილვა დღეს დაეწყოთ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ინიციატივა დააკმაყოფილა.