09 ოქტომბერი 2024,   00:19
ვრცლად
კიევში არეულობაა - უკრაინის რადასთან ხელყუმბარა აფეთქდა

დღეს უკრაინის პარლამენტის შენობასთან ხმაური იყო. დემონსტრანტებმა, რომლებიც ხელისუფლების დეცენტრალიზაციის შესახებ საკონონმდებლო ცვლილებას აპროტესტებდნენ, რადაში შეჭრა სცადეს.

მათი შეჩერება სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზით სცადეს, რასაც ხელყუმბარის აფეთქება მოჰყვა. სავარაუდოდ, ის მომიტინგეებმა ისროლეს.

გავრცელებული ცნობით, დაიჭრა 20 სპეცრაზმელი. ორი მძიმე მდგომარეობაშია. რიგგარეშე სხდომა ხმაურით დაიწყო რადაშიც.

რადიკალური პარტიის წევრებმა ტრიბუნის ბლოკირება მოახდინეს და დეპუტატებს მოუწოდებდნენ, არ დაეჭირათ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, რომელიც ხელისუფლების დეცენტრალიზაციას ითვალისწინებს.

მათი პროტესტის მიუხედავად კენჭისყრა მაინც გაიმართა და რადამ დოკუმენტი პირველი მოსმენით მიიღო.

 

დღის ამბები