ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ვითარება დაძაბულია. პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს. სპეცრაზმი მობილიზებულია როგორც ჭიჭინაძის, ისე ჩიტაძის ქუჩების მხრიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხმოვანი სიგნალით მოუწოდა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისკენ.