22 დეკემბერი 2024,   17:06
ვრცლად
ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას შსს ადასტურებს - რა განმარტებას აკეთებენ უწყებაში

რუსთაველის გამზირზე აქციის დაკავებული მონაწილეების რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. დაკავებულებს შორის არიან პოლიტიკოსებიც - შს სამინისტრომ დაადასტურა "გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის აყვანა.

უწყების განმარტებით, ჯაფარიძე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული და ის პოლიციის განყოფილებაში იყო. სამართალდამცველებმა დააკავეს "გირჩის" კიდევ ერთი წარმომადგენელი, ნიკა მოსიაშვილიც.

არ ზუსტდება დაშავებულთა რაოდენობაც. წინასწარი ინფორმაციით, სხვადასხვა სახის დაზიანებები, ძირითადად სახის არეში, ათობით ადამიანს აქვს მიყენებული. ამის მიზეზად სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მიერ ე.წ. "წიწაკის სპრეის" გამოყენება სახელდება.

დღის ამბები