09 ოქტომბერი 2024,   00:18
ვრცლად
კიევში შეტაკებები შეწყდა - დაშავებულია 100 სამართალდამცველი

რადასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტი მოსახლეობას ტელევიზიით მიმართავს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მოწინააღმდეგე დემონსტრანტებმა დღეს პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, რასაც არეულობა მოჰყვა. ერთ–ერთმა აქტივისტმა პოლიციელებს ხელყუმბარა ესროლა.

ბოლო მონაცემით, აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 100 სამართალდამცველი.

რადას შენობის წინ მდებარე მოედნიდან მომიტინგეებმა გრუშევსკის ქუჩაზე გადაინაცვლეს, სადაც ასევე პოლიციელებს დაუპირისპირდნენ.

ამ დროისთვის ორივე ადგილას შეტაკებები აღარ მიმდინარეობს, თუმცა აქციები გრძელდება.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, 30 ადამიანია დაკავებული, მათ შორისაა ის დემონსტრანტიც, რომელმაც ხელყუმბარა ისროლა.

არეულობა რადასთან რიგგარეშე სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა. დეპუტატებმა პირველი მოსმენით მიიღეს კანონი, რომელიც ხელისუფლების დეცენტრალიზაციას ითვალისწინებს.

კენჭისყრამდე კანონის მოწინააღმდეგე დეპუტატებმა ტრიბუნის ბლოკირება მოახდინეს და პარლამენტარებს მოუწოდეს, მხარი არ დაეჭირათ ცვლილებისთვის.

ამის გამო სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო და დეპუტატთა უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირეს.

ცვლილება პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად დონეცკსა და ლუგანსკში ადგილობრივი თვითმმართველობებისთის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები