15 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
მოვუწოდებ, დასრულდეს ძალადობა და პატივი სცენ ევროსაბჭოს სტანდარტებს, პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა გაიმარჯვოს - ევროსაბჭოს გენერალური მდივანი

თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ევროსაბჭოს გენერალური მდივანი. როგორც სოციალურ ქსელში მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი წერს, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღბით აკვირდებიან. 

"ყურადღებით და შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. მოვუწოდებ, დასრულდეს ძალადობა და პატივი სცენ ევროსაბჭოს სტანდარტებს: დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას. პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა გაიმარჯვოს", - წერს სოციალურ ქსელში მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი. 

დღის ამბები