06 ოქტომბერი 2024,   18:18
ვრცლად
საპროტესტო აქციაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლების გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე 3 საათია გრძელდება. თავიდან აქციის მონაწილეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ - 7 და 8 მარტს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და პარლამენტიის სესიის სასწრაფო წესით ჩანიშვნა გარანტიის მისაღებად, თუმცა ახლა პოლიტიკოსებმა უკვე პოლიტიკური მოთხოვნების წამოყენება დაიწყეს და მთავრობის გადადგომასთან ერთად, ვადამდელი არჩევნებიც მოითხოვეს.

ტრიბუნაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გამოჩნდნენ და ადგილზე მყოფ აქციის მონაწილეებს მიმართეს. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, აუცილებელია ხელისუფლების შეცვლა, სწორედ პოლიტიკოსების სცენაზე ასვლის შემდეგ გაისმა ტრიბუნიდან ხელისუფლების შეცვლის მოწოდებები. 

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ და აქციები არ შეწყდება მანამ, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ევროპისკენ მიმავალი გზა და კურსი არის ურყევი. 

დღის ამბები