"ევროპის სახალხო პარტია", ევროპარლამენტარებს ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის ანალოგიური დოკუმენტის შექმნისკენ მოუწოდებს.
ევროპარლამენტარების: მანფრედ ვებერის, მონიკა ჰოლმაიერისა და პეტრი სარვამაას ერთობლივ წერილს გამოცემა "იუ-ობსერვერი" აქვეყნებს. ევროპელი დეპუტატები ინიციატივის მიზეზად ე.წ. კატარგეითის საქმეს და ევროპარლამენტის კორუფციულ სკანდალს ასახელებენ.
სინი მიიჩნევენ, რომ არსებობენ არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსყიდვის, არაგამჭვირვალე ლობირებისა და გარიგებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, საფრად იყენებენ. წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა გახდეს.