18 აგვისტო 2026,   15:02
ვრცლად
თეა წულუკიანი ტექნიკურ უნივერსიტეტში "თეთრი ბაირაღების" ჩვენებას დაესწრო

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ტექნიკურ უნივერსიტეტში "თეთრი ბაირაღების" ჩვენებას დაესწრო. სპექტაკლი თეატრ-სტუდია "მოდინახეს" სტუდენტი მსახიობების მონაწილეობით შედგა. დამდგმელი რეჟისორი ნუგზარ ბუცხრიკიძეა.

წულუკიანის თქმით, მან სრულიად გამორჩეული სპექტაკლი იხილა.

"სრულიად გამორჩეული სპექტაკლი მოწმე შევიქმენი, როდესაც ამ უნივერსიტეტის სამოყვარულო თეატრი სახელწოდებით,"მოდი ნახე" აჩვენებს რიგით მეხუთასე სპექტაკლს და ეს სპექტაკლი არის "თეთრი ბაირაღები", - განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის თქმით, ეს დღე დამწყები მსახიობებისთვის წარმატებული იყო.

"ახალგაზრდა, დამწყები მსახიობებისთვის, ეს თეატრია მათთვის იყო უდიდესი სტიმული. მე მათ ვულოცავ ამ წარმატებას და ვფიქრობ, რომ ეს დღე შედგა", - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

დღის ამბები